ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
ახლა ეს ვაჩუენოთ, ამპარტავნებით ანგელოსისაგან როგორ განშორებული ხარ. ანგელოსნი, რომელნიც მათის
ახლა ეს ვაჩუენოთ, ამპარტავნებით ანგელოსისაგან როგორ განშორებული ხარ. ანგელოსნი, რომელნიც მათის ბუნებით კეთილნი ანგელოსნი არიან, ურთიერთარს მოყუასობა აქუს, ვითარცა იტყვის ისაია ანგელოსთათვის: „ღაღადებდა მოყუასი მოყუასისა მიმართ“; თორემ ურთიერთარს არ ამპარტავნებენ. შენ შენის ბუნების კაცზედ ამპარტავნებ და მაღლობ. ანგელოსი უფლისა ბრძანებულს ყოვლად სიმდაბლით აღასრულებს და კაცს მცუელად მსახურებს, – შენ ამპარტავნებით შენის უფლის იესოს ბრძანებულს მოყუასისა მიმართ სიმდაბლეს არ აღასრულებ და მოყვასზედ ამპარტავნებ.
|