ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
გლოვა ცოდვებისათვის
არცა დაადგრების ჰაერი მარადიოს ზამთრისა მყინვარებასა ზედა, მოიზიდვენ მზისა შარავანდედთა სიტფოსა და
არცა დაადგრების ჰაერი მარადიოს ზამთრისა მყინვარებასა ზედა, მოიზიდვენ მზისა შარავანდედთა სიტფოსა და დაიწყებენ დნობად თოვლთა, რცხად მყიათა ნაზამთრთა. შენცა განა შნი, რომელი არა უტევებს ნაყოფისა გამოღებად თავსა შენსა, და მიზიდე მადლი მზისა მის სიმართლისა ქრისტესი და ადინე ცრემლი თვალთა შენთა, მსგავსად თოვლისა ლანქერისა, და განბანე გვამი შენი და იყოფოდე განბანილი, ვითარცა იტყვის ესაია: "განიბანენით, განიწმიდენით და მისპეთ უკეთურება".
|