ავტორი:
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
ნურავინ იფიქრებს, რომ ერთი ხელის მოსმით განთავისუფლდება მძიმე ცოდვების შედეგებისაგან. სინანული
ნურავინ იფიქრებს, რომ ერთი ხელის მოსმით განთავისუფლდება მძიმე ცოდვების შედეგებისაგან. სინანული აუცილებელია, მონანულთ ღმერთი გვაპატიებს. მაგრამ გარკვეული სამართლიანობა მოითხოვს, რომ ამ ცოდვათა გამო ტკივილი გვქონდეს. ერთი მხრივ - არასოდეს დავივიწყოთ ცოდვანი ჩვენნი და დღიდან დღემდე განიწმიდოს ჩვენი სული, როგორც ცეცხლი გამოაწრთობს და განწმენდს ოქროს; მეორე მხრივ - არ უნდა გვეშინოდეს განსაცდელებისა და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უფლისგანაა, ამ განსაცდელებით ჩვენი ზეციური მამა ზრუნავს ჩვენთვის. და რაკი უფლისგანაა, მაშასადამე, ჩვენს გადასარჩენადაა, საცხოვნებლად არის. რაც სასჯელი გვგონია, სინადვილეში ღმრთის უსაღვრო სიყვარულის გამოვლინებაა თითოეული ჩვენგანისადმი. ასე რომ, მონანული სასჯელს არ უნდა გაურბოდეს. სინანულის მთავარი მიზანი არ არის ტკივილის აცილება. მონანული მიზნად უნდა ისახავდეს უფალთან მისვლას, მიახლოებას, უფლისაკენ სწრაფვა - აი, ეს არის ყველაზე მართებული განმარტება სინანულისა. უფლისაკენ სწრაფვაც და უღმერთობის შეძულებაც სინანულია.
|