თემა: აღდგომა

მაგრამ გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება

მაგრამ გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელებას. აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით; ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როდესაც დაიგრგვინებს უკანასკნელი საყვირი; რადგანაც დაიგრგვინებს, და მკვდარნი აღდგენიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელება, და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება. ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელებას, და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება სიტყვა დაწერილი: დაინთქა სიკვდილი ძლევით.
    თ. 15-16
 
0