თემა: აღდგომა

ხოლო თუ ქრისტესთვის იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგი თქვენგანი, რომ არ არის

ხოლო თუ ქრისტესთვის იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგი თქვენგანი, რომ არ არის აღდგომა მკვდართა? თუ არ არის მკვდართა აღდგომა, არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრსიტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქადაგება, და ამაოა თქვენი რწმენაც. ეგეც არ იყოს, ცრუმოწმენი გამოვდივართ ღმერთის წინაშე, რადგანაც ვმოწმობთ, რომ აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუკი მართლაც არ აღდგებიან მკვდრები. რადგანაც თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა თქვენი რწმენა: ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში ხართ. და თვით ქრისტეში განსვენებულნიც წარწყმდებიან. თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს ასოები, კაცთა შორის უსაწყალობელესნი ვართ. ხოლო აწ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, და იქმნა პირმშო განსვენებულთა. ვინაიდან კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, და კაცის მიერვე – აღდგომა მკვდართა. და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა. ხოლო თვითეული თავისი წესით და რიგით: პირველად ქრისტე, შემდეგ კი ქრისტესნი, მისი მოსვლისას; და ბოლოს, აღსასრული, როცა გადასცემს სუფევას ღმერთსა და მამას, და როცა გააუქმებს ყოველგვარ მთავრობას და ხელმწიფებას და ძალას. რადგანაც მას მართებს სუფევა, სანამ არ დაამხობს თავის მტრებს თავისსავე ფეხქვეშ; და უკანასკნელი მტერი განქარდება, – სიკვდილი.
     თ. 14-15
 
0