ბავშვი ადრეული ასაკიდან უნდა მიაჩვიოთ ზომიერებას სმა–ჭამაში. არ უნდა მივცეთ ბავშვებს იმდენი

ბავშვი ადრეული ასაკიდან უნდა მიაჩვიოთ ზომიერებას სმა–ჭამაში. არ უნდა მივცეთ ბავშვებს იმდენი საჭმელ–სასმელი, რამდენიც მათ სურთ. უფრო ცუდია როცა მათ აიძულებენ ჭამას. მიაქციეთ ყურადღება, რომ ბავშვმა არ ჭამოს სწრაფად და არ დახარბდეს საჭმელს. რადგან ეს გარდა იმისა, რომ ავნებს მის ჯანმრთელობას, აჩენს არაკეთილშობილურ გრძნობებს. განსაზღვრული დრო უნდა იყოს საჭმლის მიღებისათვის. არ მისცეთ ბავშვს უფლება ჭამოს უდროოდ, რადგან ასეთი ქცევა უბიძგებს მას ღორმუცელობისაკენ. ეცადეთ, რომ ბავშვმა ჭამოს ჯანსაღი საკვები. მშობლები უნდა მოერიდონ საჭმელ–სასმელზე გადაჭარბებულ ლაპარაკს, რათა არ გააღვივონ შვილებში გემოთმოყვარეობის ცოდვა. მშობლებმა ბავშვები უნდა მიაჩვიონ ჭამაში შეზღუდვას, ასწავლონ შვილებს ზომიერება და თავშეკავება. ჩაუნერგონ, რომ გემოთმოყვარეობა ის ცოდვაა, რომელიც ბადებს სხვა მრავალ ცოდვას და ნაკლს.
 
თემატური კითხვები
0