780. ყველა საკვებს თავის ბუნებრივი სიტკბო აქვს: საზიანო ხომ არაა ის მჭამელისთვის?
722. როდესაც მამებთან ერთად სადილობა მომიწევს და რომელიმე მათგანი წინამდებარე საჭმელს აკურთხებს, ჭამა რომ დავიწყო, უნდა ვუთხრა მას: „მაკურთხე“ და დაველოდო, სანამ ის ხელახლა მაკურთხებს ჭამისათვის, თუ პირველ კურთხევას დავჯერდე? ზოგჯერ, როდესაც ამას ვთხოვ, მისი გონება სხვა რამით არის დაკავებული და აყოვნებს პასუხის გაცემას, მე კი ყოველთვის ვწუხვარ ამაზე. ასევე, სანამ საკვებს შევეხები, ჯვარი უნდა გადავსახო მას თუ არა?
იხილეთ სრულად
მან ერთხელ უკვე აკურთხა საჭმელი და მეორე კურთხევის ლოდინი ზედმეტია. ასევე საკვების დაბეჭდვა, ანუ მასზე ჯვრის გამოსახვა, არაა აუცილებელი, რადგან კურთხევა იგივე ბეჭედია. ამიტომაც არ შეიძლება ეს, რათა მაკურთხეველს ან სხვა ვინმეს, აზრი არ აღეძრას, თითქოს შენ არ გწამს მისი კურთხევისა და ამის გამო არ დაბრკოლდეს.
link
590. მითხარი, ჩემო მამაო, როგორ უნდა შევხვდე მომსვლელებს: ერისკაცებს, მამებს და ძმებს?
იხილეთ სრულად
სიბრძნით იხელმძღვანელე, ყველა მიიღე და ნურავის დაუგებ საცდურს მოციქულის მსგავსად, რომელიც „სათნო იყო ჰურიათა მიმართ, წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა“ (1 კორ. 10, 32). ქრისტეს სიყვარულისთვის, ჩემს ბატონს შევახსენებ, რომ ჩვენი ჟამი ხორციელი განსვენებისა და სტომაქის ამოვსებისაკენ გადაიხარა, რომლებიც ყველა ვნებას წარმოშობენ; ვინც ასეთი საბაბით მოდის, დაიცავი თავი მათგან, ერისკაცი იქნება ეს, ძმა, თუ მამა. როდესაც ისინი მოვლენ, მაშინ არც მომეტებულად გ...
link
543. ძმებმა, რომელთაც თავშეკავება სურდათ, ჰკითხეს აბბას, დართავდა თუ არა ის მათ ტრაპეზიდან ძმებზე ადრე ადგომის ნებას, ვინაიდან, დარჩენის შემთხვევაში, ძალები არ ჰყოფნიდათ სტომაქის დასამარცხებლად. როდესაც აბბამ მათ ნება დართო, ზოგიერთებმა ვერ გააცნობიერეს აქედან გამომდინარე სარგებელი და დაბრკოლდნენ, რის გამოც განიკითხეს ისინი და იმავე ბერს შეკითხვა გაუგზავნეს ამის თაობაზე
იხილეთ სრულად
ისინი საკუთარი სულების მიმართ ყურადღებით არიან და ამას თავშეკავებაში მოღვაწეობისთვის აკეთებენ, რათა ტრაპეზზე დარჩენის შემთხვევაში, სტომაქმა არ სძლიოს მათ. თქვენ კი უქმად ხართ, იმიტომ რომ მამათა სიტყვები არ შეისმინეთ, რომლებიც შეგვაგონებენ: „ნუ იტყვი: რისთვისაა ეს? არამედ საკუთარ თავს დაუკვირდი“. ისინი წინასწარმეტყველის სიტყვის აღსასრულებლად, გვირჩევენ არავინ განვიკითხოთ: „რაითა არა იტყოდეს პირი ჩემი საქმესა კაცთასა“ (ფსალ. 16, 4). თქვენ კი ისე და...
link
542. თუკი ვინმე ძმებთან ერთად ტრაპეზის დროს სხვებზე ადრე დანაყრდება, შეიძლება თუ არა, აბბასაგან კურთხევა აიღოს და ადგეს? თუ უნდა იჯდეს, სანამ სხვებიც ადგებიან? ანდა, ხომ არ აჯობებს, რომ მან თავისი წილი პური ყველა შემოთავაზებულ საჭმელზე გადაანაწილოს?
იხილეთ სრულად
თუ ვინმე ტრაპეზის დროს დანაყრდება, ჭამას აღარ აგრძელებს და ჯდომაც აღარ შეუძლია, მაშინ მას შეუძლია კურთხევა აიღოს და ადგეს. მაგრამ, უმჯობესია ტრაპეზის ბოლომდე დარჩეს; ხოლო ყველაზე უკეთესია, თავის წილი პური ყველა საჭმელზე გაანაწილოს.
link
528. თუ თანაბრად ნოყიერი ორი საჭმელია შემოთავაზებული, და მათგან ერთი იაფია, ხოლო მეორე - ღირებული, მაშინ პირველით უნდა დავიკმაყოფილოთ მოთხოვნილება? და, თუ იაფი საკვები მეორეზე სასიამოვნოა, რომელი ავირჩიოთ?
იხილეთ სრულად
როდესაც ერთნაირ ორ სხვადასხვა საჭმელს შემოგვთავაზებენ, მაშინ თითოეული მცირედ-მცირედი ვიხმიოთ. ხოლო ორი განსხვავებული საჭმლიდან, უფრო მწირი უნდა ავირჩიოთ. ხოლო თუ ის სასიამოვნოა, და არის სხვაც, უფრო ღირებული, მაშინ უმჯობესია ეს უკანასკნელი ვჭამოთ. თუკი სხვა არ არის, მაშინ იაფით და სასიამოვნოთი ვისარგებლოთ, მაგრამ ჭამის დროს ტკბობის წინააღმდეგ უნდა ვიღვაწოთ და, ამასთანავე, საჭიროზე რამდენადმე ნაკლები უნდა ვიხმიოთ. განა ხშირად არ ხდება, რომ ავადმყოფ...
link
526. მითხარი, ჩემო მამაო, ნუთუ მათ, რომლებიც ავადმყოფობისას წამლებს არაფრად აგდებდნენ და საჭმელის მრავალფეროვნებას ყურადღებას არ აქცევდნენ, სრულყოფილებას მიაღწიეს?
522. რადგან თქვენ აღნიშნეთ, დაავადებული სხეული სწორი კვებით უნდა ვასაზრდოვოთო, ესე იგი, თქვენ მირჩევთ, რომ განვეშორო იმას, რაც მავნებს?
იხილეთ სრულად
თუ ადამიანი საზიანო საჭმელებისაგან თავს კეთილგონივრულად შეიკავებს, ეს ცოდვა არაა. ხოლო ვინც ყველაფერს, რაც შეხვდება, ღვთის გულისათვის, განურჩევლად ჭამს და არ ზრუნავს სხეულის დაზიანებაზე, ასეთი ადამიანი პირველს აღემატება, თუ რა თქმა უნდა, ქედმაღლობის ვნებით არ იძარცვება. საერთოდ, უნდა ვუფრთხილდეთ, რაღაც ვნებით არ შევჭამოთ, რამეთუ ეს უკვე მარცხია და საზიანო უფროა, ვიდრე სასარგებლო. ჯანმრთელობა და სხეულის ტანჯვა ღმერთზეა დამოკიდებული, რომელმაც თქვა:...
link
520. როგორ უნდა მოიქცეს ის, ვინც ჩვეულებრივი საკვებისადმი ზიზღს გრძნობს?
იხილეთ სრულად
ასეთი ზიზღის დროს, ადამიანს შეუძლია თავისი აზრი ცოტათი აიძულოს; თუ ამას ვერ შეძლებს, მაშინ საკუთარ თავს მცირედ დაუთმოს, რადგანაც ეს ავადმყოფობაა, ძმაო! შეეცადე არ დაივიწყო ეს და გრწამდეს, რომ შენ წმინდანთა ლოცვებით ღმერთი დაგეხმარება და გიხსნის.
link
519. მითხარი, ჩემო მამაო, როგორ უნდა მოვიქცე მაშინ, როდესაც უძლურება არაერთგვაროვანია და ბუნებისა და დემონებისაგან წარმოსდგება? უპირველეს ყოვლისა, ილოცე ჩემთვის, ღვთის გულისათვის
იხილეთ სრულად
ვისაც გამარჯვება სურს, ის საკუთარ თავს მარხვისა და მღვიძარებისთვის, ან ნებისმიერი სხვა საქმისთვის ცოტაოდენს აიძულებს. მაგალითად: თუ ვინმე, ჩვეულებრივ, მეცხრე საათამდე არაფერს ჭამს, მაგრამ უძლურება მოითხოვს, რომ საჭმელი მესამე საათისთვის იხმიოს, მაშინ დაე თავი აიძულოს და მეექვსე საათამდე მოითმინოს; მღვიძარების საკითხშიც ანალოგიურად მოიქცეს; მაშინ იძულება ეშმაკისეულ მოქმედებას შეებრძოლება, ხოლო თანაგრძნობა უძლურ სხეულს დაეხმარება. ზუსტად ასევეა სხვ...
link