თემა: აღზრდა

ბავშვის აღზრდის ცოდნა ყველაზე მნიშვნელოვანია იმ პატარა ადამიანის დედ–მამისათვის, რომელიც მათ, ღვთის

ბავშვის აღზრდის ცოდნა ყველაზე მნიშვნელოვანია იმ პატარა ადამიანის დედ–მამისათვის, რომელიც მათ, ღვთის შეწევნით, ქვეყანას მოუვლინეს. მშობლები, რომლებმაც ვერ შეძლეს ბავშვის სწორად აღზრდა, საერთოდ ყველაფერში დამარცხდნენ!!! გესმით ჩემი? ბევრი მათგანი თავის სიცოცხლეს იმაზე ზრუნვაში ატარებს, როგორ გააფართოოს საკუთარი საწარმოო დაწესებულება, როგორ გაზარდოს ფულადი კაპიტალი და არაფერს აკეთებს ბავშვების სწორად აღსაზრდელად. ასეთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მათ არა თუ არაფერი მოიმოქმედეს თავიანთი შვილებისთვის, პირიქით – ყველანაირად შეეცადნენ, მათგან მცონარენი, უსაქმურები და დამნაშავეები გამოეყვანათ. იცით, რატომ ჩამოყალიბდნენ ეს ბავშვები დამნაშავეებად? იმიტომ, რომ უწესო ადამიანების ხელთ არსებულ ფულს ბოროტება მოაქვს, იმათთვისაც ვისაც ის აქვს და არმქონეთათვისაც. პირველები მეორეებს ყიდულობენ და თავიანთი შეხედულებისამებრ იყენებენ, რაც კეთილ მიზანს სულაც არ ემსახურება.
 
0