წმ. თეოფანე დაყუდებული

ვნებებთან ცნობილი ბრძოლა გონებით ბრძოლაა. იგი ქმედითია, რადგან ვნებებს არ აძლევს საკვების მიღების

ვნებებთან ცნობილი ბრძოლა გონებით ბრძოლაა. იგი ქმედითია, რადგან ვნებებს არ აძლევს საკვების მიღების საშუალებას და ამით აუძლურებს მათ. მაგრამ არსებობს მათთან საქმით ბრძოლაც - განზრახ კეთება ვნებათა საპირისპირო საქმეებისა. მაგალითად, სიძუნწის დასაძლევად საჭიროა დავიწყოთ ხელგაშლილი გაცემა; ამპარტავნების საპირისპიროდ უნდა ავირჩიოთ დამამდაბლებელი, დამამცირებელი საქმიანობა; გართობა-მხიარულების ვნების წინააღმდეგ - შინიდან გაუსვლელობა და ა.შ. ისც მართალია რომ მოქმედების მხოლოდ ამგვარი სახე პირდაპირ ვერ მიგვიყვანს მიზანთან, რადგან გარედან შევიწროებული ვნება შეიძლება შიგნით შეიჭრას, ან თვითონ, ან სხვას დაუთმოს ადგილი. მაგრამ, როდესაც ამ საქმით ბრძოლას შინაგანი გონებით ბრძოლაც უერთდება მაშინ ისინი სწრაფად დაამარცხებენ ნებისმიერ ვნებას, რომლის წინააღმდეგაც იქნებიან მიმართულნი
 
თემატური კითხვები
0