მშობლები, რომლებიც მოხვეჭას არიან დახარბებულნი, ბოლომდე ვერ მოახერხებენ დატკბობას მატერიალური

მშობლები, რომლებიც მოხვეჭას არიან დახარბებულნი, ბოლომდე ვერ მოახერხებენ დატკბობას მატერიალური სიკეთით. ეს ქონება ცუდად აღზრდილ მათ შვილებსაც არ შეერგება, რადგან ყველაფერს გაანიავებენ. იცით, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მშობლები ვერცხლისმოყვარეობის უკურნებელი სენით არიან შეპყრობილნი. ეს დაავადება კი მათ სიკვდილამდე გაჰყვებათ! ყველა სხვა, ღმრთივბოძებული სიკეთეებისადმი ისინი გულგრილნი რჩებიან. ისე დაიხოცებიან, ვერც კი მოასწრებენ საკუთარი სიმდიდრით განცხრომას. მათ უნიათო შვილებს კი ძალა არ ეყოფათ შეძენილის შესანარჩუნებლად! შენარჩუნება ხომ გაცილებით რთულია, ვიდრე შეძენა! აქედან გამომდინარე, სწორი აღზრდა მაშინ კი არ უნდა დავიწყოთ, როცა მოგვინდება ან მოგვიხერხდება. სწორი აღზრდისათვის საჭიროა ორი რამის თანხვედრა: შვილებისადმი მშობლების აღმზრდელობითი მოვალეობის შეგნება და ბავშვის აღსაზრდელად შესაფერისი დროის შერჩვევა. ეს დრო კი ზუსტად მისი ჩასახვის წუთიდან იწყება. აღზრდა გრძელდება მუცლადყოფნის განმავლობაში და განუხრელად რთულდება ბავშვის დაბადებიდან მის გაზრდამდე.
 
თემატური კითხვები
0