თემა: აღზრდა

მშობლის ზრუნვა შვილზე იწყება მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ დედის წიაღშია. დიახ, ეს ასეა! როგორ შეიძლება

მშობლის ზრუნვა შვილზე იწყება მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ დედის წიაღშია. დიახ, ეს ასეა! როგორ შეიძლება აღზარდო დედის წიაღში მყოფი ჩანასახი? აი, როგორ: ჩვენ თვითონ არაფერი შეგვიძლია, მაგრამ ღმერთს, რომელმაც ეს ახალი სიცოცხლე დაბადა, ყოველივე ხელეწიფება! განა არსებობს უფრო დიდი სასწაული, ვიდრე ჩასახვა? რა თქმა უნდა, არა! ამიტომ უნდა მივმართოთ ღმერთს და მხურვალედ ვევედროთ ლოცვებით, რათა იზრუნოს ჩასახული ბავშვის სულისა და სხეულის სრულყოფილებაზე. ღმერთი სულიწმიდის მადლით იზრუნებს დედაზეც და შვილზეც. მაგრამ ჩვენი ლოცვები ამით არ მთავრდება, პირიქით! – დაბადების შემდგომ ჩვილის ზრდასთან ერთად ლოცვასაც უნდა ვუმატოთ. ამრიგად, სინამდვილეში ჩვენ ღმერთს ვანდობთ ბავშვის სწორ აღზრდას. როცა უფალი თავად იცავს და მფარველობს, უშუალოდ და გამუდმებით ადევნებს მას თვალყურს, მხოლოდ მაშინ შეიძლება ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ბავშვი არასოდეს ასცდება გზას.
 
6