ქრისტიანო მშობლებო, მიაჩვიეთ თქვენი ბავშვი მორჩილებას, ადრეული ასაკიდან დათრგუნეთ მასში
ქრისტიანო მშობლებო, მიაჩვიეთ თქვენი ბავშვი მორჩილებას, ადრეული ასაკიდან დათრგუნეთ მასში პატივმოყვარეობა, არ აუსრულოთ ყველა სურვილები, მიაჩვიეთ ისინი მოთმინებას. მოსთხოვეთ ზუსტად და სწრაფად შეასრულოს თქვენი მოთხოვნები. იმისათვის, რომ ბავშვმა დაგიჯეროთ და დაგემორჩილოთ არ მოსთხოვოთ შეუძლებელი და რთული რამის შესრულება. არ მისცეთ დღეს იმის უფლება რაც გუშინ აუკრძალეთ. იყავით თქვენ თვითონ მათი პატივმცემლები და მოკრძალებულნი და თქვენ გეყოლებათ მორჩილი და დამჯერე შვილები, რომელნიც თქვენს გულს გაახარებს და რომელთა მიმართ შეიძლება ითქვას, იგივე რაც სწერია ლუკას სახარებაში ახალშობილ იესოზე: „ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი კაცთა წინაშე“.
|