აპოკალიფსის წიგნში არის მრავალი სხვადასხვა ხარისხის განმარტება. ასე, ძალიან მცირე მაგალითის

აპოკალიფსის წიგნში არის მრავალი სხვადასხვა ხარისხის განმარტება. ასე, ძალიან მცირე მაგალითის გამოკლებით, შეუძლებელია თქმა, რომ ერთი სახე შეესაბამება რაიმე ერთ რეალურ მოვლენას (როგორც მთელ წმინდა წერილში, და ჩვენს ღვთისმსახურებაში) – ერთი სახის უკან შეიძლება იდგეს ბევრი სხვადასხვა მოვლენა. ჩვენ ამაში დაწვრილებით გავერკვევით, როდესაც ამ წიგნის შესწავლას დავიწყებთ და აღმოვაჩენთ, რომ ერთი მამა ამბობს, რომ ეს ნიშნავს ერთს, მეორე მამა ამბობს, რომ ეს რაღაც სხვას ნიშნავს, კიდევ ერთმა შეიძლება თქვას, რომ ეს სულ სხვაა, და ყველა ეს სამი სხვადასხვა განმარტება სრულიად შესაძლებელია იყოს ნამდვილი, რამეთუ სახეების ერთმნიშვნელოვანი შესაბამისობა რეალურად არ არსებობს.
 
6