თემა: აღსარება

ჩვენ აღსარებაზე ვდგებით იმ განზრახვით, რომ მოძღვრის მეშვეობით უფლისაგან მივიღოთ მიტევება ცოდვებისა.

ჩვენ აღსარებაზე ვდგებით იმ განზრახვით, რომ მოძღვრის მეშვეობით უფლისაგან მივიღოთ მიტევება ცოდვებისა. იცოდე, რომ შენი აღსარება ფუჭია, ყალბია, უქმია და შეურაცხმყოფელი უფლისათვის, თუ მიდიხარ აღსარებისათვის ყოველგვარი მომზადების გარეშე, არ ჩხრეკ შენს სინდისს, სირცხვილის ან სხვა მიზეზის გამო ფარავ შენს ცოდვებს, აღსარებას ამბობ შემუსვრილობისა და ლმობიერების გარეშე, ფორმალურად, ცივად, მექანიკურად, მტკიცე გადაწყვეტილებების გარეშე, რომ აწი გამოსწორდები... ზოგიერთი ახერხებს როგორღაც ჰყავდეს რამოდენიმე მოძღვარი იმ ანგარიშით, რომ ერთს ერთ ცოდვაში გამოუტყდეს, მეორეს – მეორეში.
 
თემატური კითხვები
0