პაისი მთაწმინდელი

ბერის მთელი ცხოვრება ბუნებრივად ეხმარება მას, რომ ჰქონდეს სიყვარული, თავგანწირვა. ის ამ გზას იმიტომ

ბერის მთელი ცხოვრება ბუნებრივად ეხმარება მას, რომ ჰქონდეს სიყვარული, თავგანწირვა. ის ამ გზას იმიტომ შეუდგა, რომ ქრისტესათვის მომკვდარიყო. ეს ნიშნავს, რიმ იგი გზას მსხვერპლისთვის შეუდგა. ბერს არ აქვს ერისკაცების მოვალეობები, ამიტომაც მან აუცილებლად უნდა განავითაროს თავის თავში თავგანწირვა. ერისკაცი არ აპირებდა ქრისტესთვის სიკვდილს, და, გარდა ამისა, მას საერო მოვალეობებიც აქვს: ის ზრუნავს თავის ოჯახზე, შვილებზე, ამიტომ მას ისე მკაცრად არ მოეთხოვება, მას გამართლება აქვს. მაგალითად, დაოჯახებული ადამიანი ომში ცდილობს საფრთხეს გაერიდოს, რათა მისი შვილები ქუჩაში არ დარჩნენ. ხოლო იმის შესახებ, რომ თუკი თვითონ თავიდან აირიდებს საფრთხეს, შეიძლება სხვა მოკლან, ის – ვისაც მასავით შვილები ჰყავს, არ ფიქრობს. მაგრამ, ეს კიდევ არაფერი: აქ, ყოველ შემთხვევაში, საკუთარ ოჯახზე ზრუნვა მაინცაა: – „მე შვილები ქუჩაში დამრჩება“. – იტყვის ასეთი კაცი. მას შეიძლება, საერთოდ არ სწამს სხვა ცხოვრება და ცდილობს, გადაარჩინოს ეს ცხოვრება.
 
თემატური კითხვები
0