პაისი მთაწმინდელი

ბერის მთელი ცხოვრება მსხვერპლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ვხდებით ბერები? თუ ბერი ამ მხრივ

ბერის მთელი ცხოვრება მსხვერპლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ვხდებით ბერები? თუ ბერი ამ მხრივ მოიკოჭლებს, ის ბერი არაა. ამის მერე რანაირ სულიერ ბრძოლაზე შეიძლება ლაპარაკი? თუ მსხვერპლი არ არის, მაშინ სულიერი ბრძოლისათვის ადგილი არ რჩება. და თუ არ არის მსხვერპლი, რამდენიც არ უნდა ეცადოს ბერი, რომ სულიერად იცხოვროს, ყველაფერი ამაო იქნება. წმიდა მთაზე ამბობენ, რომ ამგვარი სულიერი ცხოვრება ბაღის საფრთხობელას ჰგავს: ბერი, რომელიც ასეთ სულიერ ცხოვრებას ეწევა, არათუ ეშმაკთა განდევნას ვერ შეძლებს, ყვავები რომ დააფრთხოს, ესეც კი დიდი მიღწევა იქნება მისთვის. როდესაც ადამიანი ამ ცხოვრებაში მხურვალე მოღვაწეობას შეუდგება, მაშინ საღვთო ცეცხლი ანთია მასში თუკი ეს საღვთო ცეცხლი არ არის, ის არაფრის მაქნისია. ბერი სოფლიდან იმიტომ კი არ გარბის, რომ სძულს სოფელი, არამედ იმიტომ, რომ უყვარს, ამიტომაც ბერი ლოცვით და ღვთის შეწევნით მეტს შველის სოფელს, ვიდრე ეს ადამიანის ძალით არის შესაძლებელი. ასე შველის ღმერთი ქვეყანას.
 
თემატური კითხვები
0