
ვინც ეს სოფელი თავისი ცოდვების ტვირთის ჩამოსახსნელად დატოვა, ქალაქგარეთ საფლავებთან მჯდომარეს
ვინც ეს სოფელი თავისი ცოდვების ტვირთის ჩამოსახსნელად დატოვა, ქალაქგარეთ საფლავებთან მჯდომარეს ემსგავსება. მან არ უნდა შეწყვიტოს მხურვალე და ცეცხლივით მწველი ცრემლი და გულის ფარული გლოვა, ვიდრე არ იხილავს იესოს, რომელიც მოვა მასთან, რათა სისასტიკე მისი გულიდან ლოდივით გადააგოროს და ლაზარეს მსგავსად შეკრული მისი გონება ცოდვის სახვეველისგან გახსნას, როდესაც უბრძანებს თავის ანგელოზებს: განხსენით ეგე ვნებათაგან (იოან. 11, 44) და უტევეთ, რომ ნეტარი უვნებლობის გზით ვიდოდეს. ხოლო თუ ყოველივე ასე არ მოხდა, სოფლის დატოვება ვერაფერს არგებს.
|