ღირსი ზოსიმე პალესტინელი

როგორც უმარილო ხორცს უმალ დაესევა მატლი და სიმყრალის გამო ყველა ერიდება, ხოლო მოეყრება რა მარილი,

როგორც უმარილო ხორცს უმალ დაესევა მატლი და სიმყრალის გამო ყველა ერიდება, ხოლო მოეყრება რა მარილი, მაშინვე მოშორდება არაწმიდება, რადგან მარილი თავისი ბუნებით მაშორებელია მატლისა და სიმყრალისა, ასევეა ის მონაზონიც, რომელმაც თავი მიუძღვნა ქვეყნიური საქმეებისათვის ზრუნვას, არ ზის თავის სენაკში ღვთის შიშით გარემოცული და არ ეწევა სამონაზვნო საქმეს – მარხვასა და ლოცვას, რომელიც მარილია სულისა, ასეთი წამხდარია შინაგანად და აღვსებულია მრავალი სიმყრალითა და ბოროტი გულისთქმებით; ამიტომაც გაურბიან მას ანგელოსნი ღვთისა სიმყრალის, ამაო გულისთქმებისა და დაბნელებულ ვნებათა გამო, რომელიც დამკვიდრებულია მის სულში. ასეთში დაღოღავენ მატლები, რომლებიც გაჩენილია ბნელი ძალებისა და ბოროტ გულისთქმებისგან, ბუდობენ მასში, ჭამენ და განლევენ მას. ხოლო თუკი მონაზონი მალე მოეგება გონს და მიენდობა ღმერთს, მაშინვე დაუბრუნდება მას სული სახიერი და კაცთმოყვარე და ვნებები და ყოველი სიმყრალე უჩინო შეიქნება.
 
თემატური კითხვები
0