ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
ადამიანთა ბედნიერება სიცილსა და მწუხარების კვნესას შორის გაიელვებს ხოლმე რაღაც იდუმალი ღიმილი,
ადამიანთა ბედნიერება სიცილსა და მწუხარების კვნესას შორის გაიელვებს ხოლმე რაღაც იდუმალი ღიმილი, რომელიც ათბობს, მაგრამ არ წვავს. ეს ღიმილი სრულებით არ ჰგავს ცინიკოსის დამცინავ, ცივ ჩაცინებას. დედის ღიმილი მოთამაშე ჩვილის საწოლთან ანდა წმიდანის ღიმილი, რომელიც ამა ქვეყნის ძლიერთ მიემართება, ამ იდუმალ, ამაღლებულ ღიმილს ჰგავს.
სხვას რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ჩუმი სიხარული, თუ არა ბედნიერების სიხარულში და მწუხარების ტირილში თანამონაწილეობა? რაზე მიგვანიშნებს ეს ღიმილი, თუ არა იმაზე, რომ ეს მიწიერი სიხარული მალე მწუხარებით შეიცვლება, მწუხარებას კი სიხარული მოსდევს?
სამწუხაროა, რომ ყველა მიწიერ ცხოველთაგან ორი ყველაზე მეტად გამოხატავს ადამიანთა დარდს – მაიუნი და აფთარი. ეცადე, რომ შენი სიხარული მაიმუნის გრიმასებს არ ჰგავდეს, მწუხარება კი – აფთრის უაზრო იპოხონდრიას.
გაიხსენე დედის ალერსიანი ღიმილი და ღიმილი წმიდანისა, რომელიც თავის თავში მოიცავს სიბრძნეს, წყალობას, სიყვარულსა და მარადიულობას. დიახ, მარადიულობასაც, რამეთუ სიცილი და ტირილი წარმავალია, ასეთი ღიმილი კი მარადიულია.

|