
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
უფალი ხშირად, ძალიან ხშირად კეტავს ადამიანებისთვის მოჩვენებითი ბედნიერების კარს, მაშინ, როდესაც
უფალი ხშირად, ძალიან ხშირად კეტავს ადამიანებისთვის მოჩვენებითი ბედნიერების კარს, მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი ბედნიერების კარი მუდმივად ღია აქვს ყველასათვის, ვინც შესვლას მოისურვებს. შენც შედი, ქრისტეს შვილო, როდესაც ამ კარში შეიხედავ, ბედნიერთა სამეფოს იხილავ, ნეტართა სამკვიდროს. იხილავ წმინდანებით დასახლებულ ზეცას, უკვე მიწაზევე რომ შეიმეცნეს ქრისტესადმი მსახურების ბედნიერება და ზეცაში ამ ბედნიერებას ბოლომდე იგემებენ. როდესაც შეიგრძნობ ამ ყოველივეს და სულიერი თვალი აგეხილება, არცერთი წუთით აღარ იქნები მარტო და ვერ იგრძნობ მარტოობას, რადგან მრავალრიცხოვან ზეციურ ოჯახს საკუთარ და–ძმებს, ახლობლებსა და მეგობრებს დაარქმევ.
|