დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა: ცხონება

ჩვენ ვკითხულობთ წმინდათა ცხოვრებას, იქნება ეს მოციქულების, ჩვენი დიდი წინაპრებისა თუ მეფეებისა,

ჩვენ ვკითხულობთ წმინდათა ცხოვრებას, იქნება ეს მოციქულების, ჩვენი დიდი წინაპრებისა თუ მეფეებისა, რომლებიც წმიდანებად არიან შერაცხულნი, ისინი ხშირად ადრეულ ასაკში, მოულოდნელად მიჰყავდა უფალს. ჩვენ კი გვიკვირს და ვფიქრობთ: მას რომ დიდი ხანი ეცოცხლა, რამდენ სიკეთეს გააჯეთებდა ერისათვის. არც ერთი საქმე არ ღირს და ვერ შეედრება ადამიანის სულს, მარადისობას და მის მარადიულ ხვედრს. სული გაცილებით ძვირფასია ყველაფერთან შედარებით. თუ რამე განსაკუთრებული მისია არ აქვს, როცა ადამიანი მომწიფდება, როცა ჟამი დგება, უფალს მიჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიზანი არის ცხონება, ანუ სასუფეველში დაბრუნება. რელიგიური ცხოვრების მიზანიც ეს არის. რატომ ვმარხულობთ, რატომ ვიკლებთ სიამოვნებას, რომლებიც ამ ცხოვრებაში, რას ვეძებთ? ნუთუ იმისთვის ვირჯებით, რომ სანიმუშო მოქალაქენი გავხდეთ, ჩვენი ზნეობა გამოსწორდეს, ხალხმაც დაგვაფასონ და აღნიშნონ, რომ კარგები ვართ და ა.შ. ან იქნებ რელიგიური გრძნობები უნდა დაიკმაყოფილოთ? არამც და არამც! ჩვენი მიზანი ერთადერთია – დავემსგავსოთ უფალს და ვხცონდეთ. ჩვენ სხვა მიზანი არ გვაქვს.
 
თემატური კითხვები
0