არცა გასმიესა მაცხოვრისა მიერ – მწყევართა შენთა აკურთხევდე და მაგინებელთა შენთა ულოცვიდეო? ხოლო

არცა გასმიესა მაცხოვრისა მიერ – მწყევართა შენთა აკურთხევდე და მაგინებელთა შენთა ულოცვიდეო? ხოლო მაგინებელი პირველად მადლობისათვის ღმრთისა შექმნილსა ჭურჭელსა ჭურჭელ საღნიოშოთათვის ჰყოფს და მეორედ დამხსნელ ქრისტეს მცნებათაისა იქმნების. სთქუთ რა-მე უნდა ეყოს ღმრთისა მიერ მაგინებელთა, ვინაითგან მადლობა ღმრთისა დაუტევე და მცნებასა ქრისტესსა დამსხნელ ექმნა? და ნაცვლად მადლობისა ღმრთისა შეიკრებენ გონებათა ბილწთა და წარმწყმედელთა სულისათა და განშორებულთა კაცთა დიდებისაგან ღმრთისათა და შემაწუხებელთა მოყვასთა და მოყვარეთა თვისთათა, და გამოღებენ გულის თვისისა საუნჯეთაგან სხვასა და სხვასა, ვითარცა გამოიღის ვაჭარმან მდიდარმან სხვადასხვა სავაჭრო საჩვენებელად მომსყიდველთა მათთათა, და ზედასა-ზედა დაურთავს უარესსა. და გამოეძიებს, რათა მოიგონოს სხვადასხვა უსაწყენესი და უაღსაშფოთებელი სიტყვა, რათამცა განახელოს და განარისხოს მოყვასი თვისი. იჭირვის შეკრებად სიმყრალისა პირსა შინა თვისსა, ვითარცა მიდამოვალს ღორი ჭყვირილით, რათამცა სადამე პოვა ბილწი განავალი და მით განაძღო მომყმარება თვისი. და კეთილისა საზრდელისა წილ, რომელი განუმზადებიეს უფალთა მისთა მათთათვის, ამან მიიტაცა სიბილწე და ყო საზრდელად თვისსა. გინა ყვავნი და ყაჯირნი, იყნოსიან სიმყრალე მძორთა დამპლისა დამატლიანებულისა, შეკრბებიან მის ზედა და ჭამსნ მას, ვითარცა კეთილი რამე, და ზედან განცხრომით ჩხავიან და იხარებენ და პატიოსნად შეურაცხებიესთ, ეგრეთვე მაგინებელნი ეძიებენ აქა და იქი ღონისძიებათა სიმყრალეთა ბოროტთა, სკორეთაგან უბილწერსთა და მატლიანთაგან უღნიოშესთა, რათამცა შეიკრიბნა პირთა შინა თვისთა და ესროლა ენითა თვისითა, ვითარცა ისარი მაკვდინებელი, რომლისათვის წინასწარმეტყველი დავით სწყევს და იტყვის ფსალმუნსა შინა: "რისხვითა შენითა შეიძრწუნენ იგინი და აღავსე პირი მათი გინებითა".
 
0