ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
გინება ბილწსიტყვაობა
გინება აღაშფოთებს გონებასა კაცთასა, გინება მიუღებს საცნობელსა ბრძენთასა, გინება მოამზადებს ცემად
გინება აღაშფოთებს გონებასა კაცთასა, გინება მიუღებს საცნობელსა ბრძენთასა, გინება მოამზადებს ცემად ხელთა ყვრიმალთათვის და შეჰკრავს მჯიღთა ქედთა და ღაწვთათვის, გინება მომუხვავს ფრჩხილთა და თითთა მოფხვრად თმათა და მოგლეჯად წვერთა, გინება განმარტებს მკლავთა და მოჰმზადებს დაკვრად კვერთხთა, გინება განვლესს ხრმალთა და ამახვავს ლახვართა, გინება დასთხევს სისხლთა და იქმს კაცთა წყლვასა და სიკვდილსა.
ამისთვის უკვე დასწერს პეტრე მოციქული პირველსა კათოლიკესა შინა თვისსა: "ნუ მიაგებ ბოროტსა ბოროტისა წილ და ნუცა გინებასა – გინებისა წილ".
ამისთვის უკვე დასწერს პეტრე მოციქული პირველსა კათოლიკესა შინა თვისსა: "ნუ მიაგებ ბოროტსა ბოროტისა წილ და ნუცა გინებასა – გინებისა წილ".
|