ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
გინება ბილწსიტყვაობა
ვაი მაგინებელთა, რამეთუ გინებისა უფრორე განმაცოფებელ არს ჯოჯოხეთად შთასვლა, რაჟამს მაგინებელსა
ვაი მაგინებელთა, რამეთუ გინებისა უფრორე განმაცოფებელ არს ჯოჯოხეთად შთასვლა, რაჟამს მაგინებელსა კაცსა ედებოდეს ალი ცეცხლისა, აყვედრებდნენ და აგინებდნენ საკვირველითა და შესაძრწუნებელითა გინებითა ეშმაკნი წყეულნი, მოეკიდებოდეს ბაგეთა გველნი, მსგავსნი ალისანი, უცემდნენ ღრიანკალნი გესლოვანნი ღრძილთა მათთა და ვეშაპნი ცეცხლისანი სწოვდნენ ენათა მათთა და ჯოჯოხეთისა სიმყრალე აღავსებდეს სასათა მათთა. კვალად წარიყვანებოდნენ ეშმაკნი ბოროტნი და დამოჰკიდებდნენ ენითა კაჩოთა ზედა განხურვებულთა და აღმოჰკვეთდენ მახვილითა შვიდპირითა მაგინებელთა ხახათა მათთა და შთაუდებდენ შიდა შანთთა განხურვებულთა მსროლელთა ნაჯვერცხლისათა და სხვანი შთაასხმიდნენ პირთა შინა კუპრთა აღნადუღართა და სხვანი - ფისთა გამდნართა და სჯანჯვიდენ ძვფირ-ძვირად გინებისა ამის მცირისათვის, რომელ კეთილად შეურაცხიესთ მაგინებელთა და იქადის მათითა და კეთილად სჩანს ლანძღვა მოყვასთა.
|