ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
გინება ბილწსიტყვაობა
ვამცნებ მაგინებელთა მათ, რომელნი მარადის აღავსებენ პირთა მათთა საღნიოშითა, ვითარცა რა აღავსოს გოდორი
ვამცნებ მაგინებელთა მათ, რომელნი მარადის აღავსებენ პირთა მათთა საღნიოშითა, ვითარცა რა აღავსოს გოდორი მეცხენემან ჩონჩორიკითა გარე განყრად დღე ყოველ, რათამცა მოიკვეთნენ და რაღარა აშრომდენ ენათა თვისთა გინებითა.
რამეთუ ღმერთმან პირნი კაცისანი შექმნნა სადიდებელად თვისა, რათა დღე ყოველ იკითხავდეს და აქებდეს ღმერთსა, რომელმან დაბადა და მისცა გულისხმისყოფა, რათამცა განარჩიოს კეთილი ბოროტისაგან და მით დაიმკვიდროს სასუფეველი ცათა და თანამოდასე იქმნეს ანგელოზთა.
აწ ვერღა იქმნების მაგინებელისა მიერ კურთხევა უფლისა, ვერ გამოვიდეს ერთისა წყაროისაგანე თბილი და გრილი, ვერ იტვირთოს ჭურჭელმან ერთმან ტკბილი და მწარე, ანუ პირმან ერთმან - გინება და კურთხევა.

|