და ბოლოს, ყველანი თანამზრახველნი, თანალმობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი იყავით. ნუ

და ბოლოს, ყველანი თანამზრახველნი, თანალმობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი იყავით. ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხევდეთ წინააღმდგომს და იცოდეთ, რომ იმისთვის ხართ ხმობილნი, რათა დაიმკვიდროთ კურთხევა. რადგან ვისაც სურს უყვარდეს სიცოცხლე და იხილოს კეთილდღეობა, დაიცხორს თავისი ენა ბოროტისაგან, და მისი ბაგენი ნუ იტყვიან ზაკვას. განერიდე ბოროტს, ქმენი კეთილი, მოიძიე მშვიდობა, და მისდიე მას. ვინაიდან თვალი უფლისა მიპყრობილია მართალთა მიმართ, და მისი ყური მათი ლოცვა–ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტმოქმედთ.
    თ. 3. 8-12
 
თემატური კითხვები
0