ნუ, ძმანო საყვარელნო! თქვენ განეკრძალენით სიტყვათა ბოროტთა და საძაგელთა, რომელთა მიერ წარწყმდების

ნუ, ძმანო საყვარელნო! თქვენ განეკრძალენით სიტყვათა ბოროტთა და საძაგელთა, რომელთა მიერ წარწყმდების სული კაცისა, და ნუ შეიქმთ პირთა თქვენთა ჭურჭელ სიბილწისა, რომელ უსაძაგლეს არს ორმოთა სანეშტეთასა, სადა განვლენ კაცნი განსავალით, რამეთუ ორმოთა მათ პირნი იძულებითა კაცთათა შეიბილწების, ვინაითგან შთააგდებენ სკორეთა, ხოლო პირი მაგინებელთა თვით ნებსით თვისით შეიგინების, სადამცა არს სიმყრალე, შეჰკრებს და გამოუტევებს.
    აწ თქვენ, საყვარელნო ღმრთისანო, პირნი თქვენნი ჰქმენით სადიდებელად ღმრთისა და საქებელად დამბადებელისა თქვენია და სავედრებელად წმიდათა მისთა, რათა მეოხებითა მათითა განიწმიდნეთ ცოდვათა თქვენთაგან და ზედასა-ზადა მიიღებდეთ პირთა თქვენთა წმიდათა და უხრწნელთა ხორცთა და სისხლთა ქრისტესთა განსაწმედელად თქვენდა, რათა დაიმკვიდროს თქვენ შორის სულმან ყოვლად წმიდამან და სადგურ ღმრთისა გეწოდოსთ, რათა არღარა პირით თქვენითა ითქმოდის ქება ეშმაკთა, რომელ არს გინება, და მარადის იყოს ქება ღმრთისა პირთა შინა თქვენთა და დაუცხრომლად ადიდებდეთ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, რომლისაგან მოველით ცხოვრებასა დაუსრელებელსა და სიხარულსა საუკუნოსა, ამინ.
 
0