ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
გინება ბილწსიტყვაობა
ჰოი მაგინებელთა, ოდეს განცოფეულ იყონ, და ჰყეფდენ, ვითარცა ძაღლნი შემავალთა მპარავთა და უღრენდეს
ჰოი მაგინებელთა, ოდეს განცოფეულ იყონ, და ჰყეფდენ, ვითარცა ძაღლნი შემავალთა მპარავთა და უღრენდეს ზედასაზედა მოყვასთა თვისთა, რაჟამს მირბიოდეს მაგინებელი მწვირესა შინა განსაბანელად, ვითარცა კამბეჩი, გინა ღორი, რომელთა ჰგონიეს განბანა, არამედ უფრორე შეიმწიკვლებიან მწვირითა მით მყრალითა!
ამისთვის იტყვის სოლომონ იგავსა შინა: "რომელნი წარმოიღებენ გინებასა, იგინი უგუნურ არიან."
ჰგონიეს მაგინებელთა ბოროტის ყოფა მოყვასთა თვისთა და არა უწყის, რამეთუ პირველად ბოროტი უყო გულსა თვისსა, რომელი აღავსო მრავლვითა სიბოროტითა და არაწმიდებითა, მეორედ ბოროტი უყო პირსა თვისსა, რომელ გზად შექმნა უშჯულოებისა, მესამედ ბოროტი უყო ენასა თვისასა და სასასა, რომელ შესვარა ცოდვითა და არაწმიდებითა. თვარა მას კაცსა არარა ევნო, ვისიცა ენება გინება, ესრეთ სახედ: "ვითარცა კაცმან ვინმე მრისხანემან აღიღოს სკორე ახალი ხელითა თვისითა და შესტყორცოს ჰაერსა და ჰგონებდეს განსვრასა და შებილწებასა ჰაერისასა. არა პირველად შეისვარა და შეიბილწა ხელი თვისი? და ჰაერს არარა ევნო და ვერცა მიეახლა. ეგრეთვე მაგინებელთა ჰგონებს სხვათა შებილწებასა და ტვისთა პირთა და ენათა განისვრის სიბილწითა.

|