ავტორი:
სახარება მათესი
თემა:
ცხონება
და აჰა, ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა მას: კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე
და აჰა, ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა მას: კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?
ხოლო მან მიუგო: რად მიწოდებ კეთილს; არავინაა კეთილი, გარდა ერთის – ღმერთისა. ხოლო თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში, დაიცავი მცნებანი.
უთხრა მას: რომელნი; ხოლო იესომ მიუგო მას: არა კაც–ჰკლა; არა იმრუშო; არა იპარო; არა ცილი სწამო;
პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
უთხრა მას ჭაბუკმა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია კიდევ?
იესომ მიუგო მას: თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევი მე.
ეს სიტყვა რომ მოისმინა, ჭაბუკი დაღონებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.
თ. 19–20
თ. 19–20
|