წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

ვიფიქროთ ძმანო, იმის შესახებ, რა შრომა, განცდა და სიკვდილი დაითმინა ქრისტემ ჩვენი ცხონებისათვის.

ვიფიქროთ ძმანო, იმის შესახებ, რა შრომა, განცდა და სიკვდილი დაითმინა ქრისტემ ჩვენი ცხონებისათვის. ამის აღსრულებით მან გვიჩვენა, რომ ჩვენი ცხონება მისთვის ყველაზე ძვირფასია. ამის ნაცვლად, რომ ჩვენი ცოდვების, კადნიერებისათვის დავესაჯეთ, იმისათვის, რომ ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით მის მადლს, იგი ევნო ჩვენთვის – მგმობართა და განდგომილთათვის. გარდა ამისა, მან მოისურვა, ჩვენი ცხონებისათვის თავისი ღვთაებრიობა მოეცა. საკუთარ თავში მან ეს ადამიანურ ბუნებასთან შეაერთა და ისეთი ვნებები იტვირთა, რომ მთელი მისი სხეული – თავიდან ფეხებამდე ერთიანი ჭრილობა იყო და მან ისეთი ტკივილები აიტანა, რომელიც არ განუცდია არცერთ ადამიანს, როგორც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: „კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული“ (ესაია 53.3). იგი სიღატაკეში, გამოქვაბულში დაიბადა; არ ჰქონდა ადგილი, სადაც თავს მიიდრეკდა; „მელთა ხურელი უჩს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“ (მათე 8, 20). მან დაითმინა უმძიმესი გინება და სიცოცხლე უპატიო სიკვდილით, სიღატაკეში დაამთავრა, „იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისათა“ (ფილ. 2, 8); თავისი ხორცით აუწერელი ტკივილები აიტანა სასტიკი მწამებლებისაგან იქამდე, რომ სისხლი მდინარეებად მოედინეობდა მიწაზე. მან ისეთი მწუხარება და ბრძოლა გადაიტანა, როგორიც არასოდეს არავის აუტანია – „შეწუხებულ არს სული ჩემი სიკუდილამდე“ (მათე 26, 38). მოკლედ რომ ვთქვათ, მასზე მოიწია მთელი წყება სატანჯველისა იმისათვის, რათა ჩაექრო მარადიული ტანჯვის ცეცხლი, რომელიც ჩვენი ცოდვებით ავაგზნეთ, აგრეთვე იმისათვის, რომ ჩვენ ზეცაში ავეყვანეთ.
 
თემატური კითხვები
0