წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მიზანი ადამიანის დედამიწაზე ცხოვრებისა ზეციური სასუფევლის მოხვეჭაა. ეს მიზანი ქრისტეს პირველივე

მიზანი ადამიანის დედამიწაზე ცხოვრებისა ზეციური სასუფევლის მოხვეჭაა. ეს მიზანი ქრისტეს პირველივე სიტყვებში განცხადდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი“ (მათ. 4. 17). ხოლო მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველსა დაბადებულსა“ (მარკ. 16, 15) მაგრამ განა ყველა მისი სიტყვა ზეციური სასუფევლის შესახებ არ ღაღადებს, განა ამაღლებაცა და ზეციური სამყაროდან უფლის მოვლენაც ამასვე არ ადასტურებს? დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სახარება თავიდან ბოლომდე ადასტურებს და ლაპარაკობს ზეციური სამეფოს, როგორც ადამიანის ცხოვრებისეულ მიზანზე. სახარება არის წიგნი მიწიერი ცხოვრების აზრისა და ამ მიზნისაკენ მიმავალ გზასთან დაკავშირებით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ცხოვრების აზრის შესახებ, რამეთუ პირველად უნდა უწყოდე თუ საით, ხოლო შემდგომ კი – როგორ მიდიხარ.
 
თემატური კითხვები
0