წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: ცხონება

შემეცნების და ჩვენი ცხონებისათვის საჭირო სულიერი მდგომარეობის მოსახვეჭად მთელი გულმოდგინება უნდა

შემეცნების და ჩვენი ცხონებისათვის საჭირო სულიერი მდგომარეობის მოსახვეჭად მთელი გულმოდგინება უნდა გამოვიყენოთ. ცარიელი ცნობისმოყვარეობით, ამაო და უსარგებლო ცოდნისმოყვარეობით ნუ დავკმაყოფილდებით. სულის სიღატაკე, ტირილი, სიმშვიდე, ზეციური სიმართლის წყურვილი უნდა მოვიხვეჭოთ. ვევედროთ ღმერთს, რომ მან ჩვენი ცოდვები დაგვანახოს და ჭეშმარიტი სინანული გვაღირსოს... შევთხოვოთ უფალს, რომ შინაგანი სისუფთავე და ბრძნული თავმდაბლობა მოგვანიჭოს, რის შედეგადაც, სულიერი მსჯელობისას საშუალება გვექნება სამართლიანად განვასხვავოთ კეთილი ბოროტისაგან!... ვევედროთ ღმერთს, რომ სულების სულიერი ხედვის უნარი მოგვანიჭოს, რის წყალობითაც მათ მიერ ჩვენთვის მოტანილი აზრებისა და ოცნებების თვალყურის დევნება შეგვეძლება... ჩვენს სულთან მათი კავშირი გავწყვიტოთ, გადავაგდოთ მათი უღელი, გავთავისუფლდეთ მონობისაგან!... თავი შევიკავოთ ხორციელი ხედვის უმეცარი, დამღუპველი სურვილისაგან, რაც ღვთის მიერ დადგენილ წესრიგსაც ეწინააღმდეგება!... ღვთის განგებას მოწიწებით დამორჩილებული ჩვენი სულები, რომლებიც მიწიერი არსებობის პერიოდში, სქელი ფარდებით და ხორცის საბურველით გამოყოფილია იმ სულებისაგან, რომლებიც შექმნილია, დაცული და დაფარული ბნელი სულების მიერ. ჩვენ მიწერი, მრავალტანჯული მოგზაურობის დასრულებისათვის სულების გრძნობადი ხედვა არ გვჭირდება. ამისთვის სხვა ლამპარია საჭირო და ის ჩვენ მოგვეცა: – „სანთელ არს ფერხთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ–ალაგთა ჩემთა“ (ფს. 118, 105). მუდმივ ნათელში მოგზაურობა – ღვთის რჯულია – არც საკუთარი ვნებებით, არც დაცემული სულების მიერ ადამიანები არ იქნებიან მოტყუებულნი; როგორც წმიდა წერილი ამბობს: „მშვიდობაი მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს შჯული შენი და არა არს მათთანა საცთურ“ (ფს. 118; 165). თავის დროზე, ეს დრო კი მხოლოდ ღვთისათვის არის ცნობილი და მის მიერვეა დაწესებული, ჩვენ ყველანი შევალთ სულთა სამყაროში. თითოეული ჩვენგანისათვის ახლოა ეს დრო! ყოვლადკეთილი ღმერთი საშუალებას გვაძლევს ისე გავატაროთ ჩვენი მიწერი ცხოვრება, რომ არ გვქონდეს დაცემულ სულებთან ურთიერთობა და მხოლოდ წმიდა სულებთან ვიქონიოთ საერთო, ამის საფუძველზე კი შესაძლებელია სხეულისაგან განძარცვულნი წმიდა სულებს მივეთვალოთ და არა გაძევებულებს. მაშინ, ენით უთქმელი სიხარულით საუცხოო, ხელთუქმნელ სავანეებში ვიხილავთ წმიდა ანგელოსებისა და წმიდა ადამიანების წარმომადგენლებს და მათ მარადიულ სულიერ ღესასწაულს. მაშინ შევიცნობთ და ვიხილავთ დაცემულ ქერუბიმს მისი ბნელი ურდოთი – მაშინ დემონების ხედვით ღვთის მიერ ნაბოძები უნარი მთლიანად დააკმაყოფილებს ჩვენს ცნობისმოყვარეობას, თანაც ყოველგვარი საშიშროების გარეშე, რადგან ეს ცოდნა ღვთის ბეჭდით იქნება დაბეჭდილი, ჩვენ კი თავისუფალნი ვიქნებით ყოველგვარი ცდუნებისა და ბოროტების ზიანისაგან. ამინ.
 
თემატური კითხვები
0