წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: ცხონება

ჩვენი ცხონებისათვის ღმერთმა არაარსიდან შექმნა გრძნობადი სამყარო და ჩვენ დაგვადგინა მასში ყველა

ჩვენი ცხონებისათვის ღმერთმა „არაარსიდან“ შექმნა გრძნობადი სამყარო და ჩვენ დაგვადგინა მასში ყველა ქმნილების მეფედ, მათ ჩვენი მსახურება უბრძანა, ჩვენ კი – თავისი ნების აღსრულება, რათა უფალში, მარადიულ ცხოვრებაში ნეტარება გვქონოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი ცხონებისათვის „არა შემქმნნა ჩუენ ღმერთმან რისხვისათვის, არამედ შესაწევნელად ცხოვრებისა უფლისა ჩვენისა მიერ იესო ქრისტესა“. (1 თეს. 5,9). ჩვენი ცხონებისათვის უფალმა მოგვცა კანონი და მცნებები და გამოგზავნა წინასწარმეტყველები, რომელთაც სხვა მიზანი არ ჰქონიათ, თუ არა ის, რომ ცხონების გზა ესწავლებინათ ჩვენთვის. მამაც, ძეც და სულიწმიდაც – ერთარსი სამება იღწვის ჩვენი ცხონებისათვის. და რამდენადაც დიდი იყო სამყაროს შექმნის საკითხი, იმდენადვე არანაკლებ დიდი იყო ჩვენი ცხონების საკითხიც. რამეთუ ჩვენი შეყვანა სამყაროში, ჩვენი ცხონება ღვთის ყოვლისშემძლე ქმედების შედეგია. რწმენის მიზანიც სხვა არაფერია, თუ არა – ჩვენი სულების ცხონება, როგორც პეტრე მოციქული წერს: „და მოიღოთ აღსასრულსა მას სარწმუნოებისა თქუენისასა ცხორებაი სულთაი“ (1 პეტრე 1,9).
 
თემატური კითხვები
0