
ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა:
განსაცდელები
გარნა ნუვინ გონებთ, რომ ესრეთი ღვთის სიბრძნის განგებული ჭირი და ტანჯვა იყოს ნიშანი სიძულვილისა და
გარნა ნუვინ გონებთ, რომ ესრეთი ღვთის სიბრძნის განგებული ჭირი და ტანჯვა იყოს ნიშანი სიძულვილისა და განგდებისა; არა, არამედ უმეტესად ღვთის სიყვარულის უმაღლესი განგებულებაა, ვითარცა წერილ არს: „შვილი, რომელიც უყვარს უფალსა, სწავლის და სტანჯის“. თუმცა სიტყვა ესე პირველად დიდად ეუცხოება კაცს და მწარედ მოეჩვენება, გარნა იგი არის მიუცილებელი დადგენილება ჩვენი სულის მომავალი კეთილი ცხოვრებისათვის მით, რომ საცოდავი კაცობრიობა მარადის მსურველია ფუფუნებისა და მოყვარულია ცოდვებისა, რომელსაც ყოვლადვე სძულს ჭირი და ტანჯვა, მაგრამ ღმერთმა, ყოვლად ბრძენმა, რომელიც ხედავს და განაგებს ჩვენთვის უმჯობესსა სიყვარულითა მამობრივითა, რათა არა მიეცენ ძენი მისნი საუკუნო წაწყმედას, მის მიერ მინიჭებული თავისუფლების საღვთოდ მოუხმარებლობითა, ამისათვის ინება დროებითი ესე ჩვენი შეწუხება და განსწავლა მცირე ჟამის სასჯელითა: „შვილი, რომელი უყვარს უფალსა, სწავლის და სტანჯის“. თუ გონიერად განსჯი, საყვარელო ძმაო და შეადარებ წუთისა ამის ტანჯვითა საუკუნოდ დაუსრულებელი სასჯელისაგან განრინებას, მაშინ არა თუ დაემდურები ღმერთსა შენზედ რაიმე სასჯელის მოვლინებით, არამედ ჭეშმარიტად, კიდეც პირიქით, მადლობას შესწირავ და სიხარულსაც იგრძნობ იმ უკვდავი სოფლის ბედნიერების ხედვით, თუ რომ ღრმად განსჭვრეტ დაუსრულებლობის სიხარულსა, თანვე ამგვარი განსჯით, ე.ი. იმ ზეციურ ცხოვრების წარმოდგენით არარად მიიჩევ ამ შენს მცირე ჟამის ტანჯვას, რადგან ეს არის შენი საუკუნო ტანჯვის განსარინებელი და ნეტარეული სიხარულის მომნიჭებელი.
|