
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თემა:
სიკვდილის მოლოდინი
საეკლესიო ლოცვებში ჩვენ საგანგებოდ ვითხოვთ, რომ ჩვენი ცხოვრების აღსასრული იყოს ქრისტიანული და
საეკლესიო ლოცვებში ჩვენ საგანგებოდ ვითხოვთ, რომ ჩვენი ცხოვრების აღსასრული იყოს ქრისტიანული და ვცდილობთ სინანულისა და წმ. საიდუმლოს მეშვეობით მომზადებულნი შევხვდეთ მას. სიკვდილისათვის მთელი ცხოვრება უნდა ვემზადოთ, მაგრამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ ის ძვირფასი დღეები, საათები და წუთები, როცა ადამიანი დედამიწას ეთხოვება და მარადიოსობაში მიდის. „რაშიც მოგისწრებთ, იმაშივე განგსჯით“, – ამბობს უფალი. „სიკვდილის დღე გაცილებით დიდია, ვიდრე დღე დაბადებისა“, – ასე ეუბნებოდა ღირსი მარკოზ თრაკიელი მონაზონს, რომელსაც უნდა დაეკრძალა იგი. სიკვდილის დღე არსებითად არის კიდეც დღე დაბადებისა იმ ცხოვრებისათვის, რომელსაც ბოლო არა აქვს.
|