ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
გინება ბილწსიტყვაობა
ჰოი, სიცოფე მაგინებელთა! რაისათვის განეშორებიან მადლისაგან საღმრთოისა? არა უწყიან გინება ბოროტი
ჰოი, სიცოფე მაგინებელთა! რაისათვის განეშორებიან მადლისაგან საღმრთოისა? არა უწყიან გინება ბოროტი უკეთუ მოითმინა კაცმან, მსგავსება აქვს წინასწარმეტყველისა დავითისი, ოდეს იგი ივლტოდა აბესალომისაგან და წინა მოეგობოდა სემია დ აგინებდა და აგინებდა ბოროტად და ესროდა ქვათა, და მონანი დავითისნი აღივსნეს გულისწყრომითა, ხოლო დავით არა უტევებდა მოსიკვდიდ მისა და ეტყოდა მათ:
- ნურარასა ავნებთ, რამეთუ ცოდვილ ვარ, და ნუუკუე შემენდოს ღმრთისა მიერ და მათ მიეტევნეს ცოდვანი.
ხოლო აწ რომელმანცა მოითმინოს გინება, მიეცემის სასყიდელი იგი დავითისი. და უკეთუ არა მოითმინა გინება იგი, განძლიერდის ბოროტი იგი საძაგელება.

|