არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ყოველგვარი ვნება სიკვდილის ხსოვნის წინააღმდგომია. ყოველგვარი ვნება ამ ხსოვნას შეგნების საზღვრებიდან

ყოველგვარი ვნება სიკვდილის ხსოვნის წინააღმდგომია. ყოველგვარი ვნება ამ ხსოვნას შეგნების საზღვრებიდან დევნის. სიკვდილის ხსოვნა ბედნიერებისა და ნეტარების მძებნელ ადამიანს ქორწილში შავ ნიღბად ეჩვენება. ქრისტიანისთვის კი სიკვდილის ხსოვნა, ლოცვასთან შეერთებული, დემონის წინააღმდეგ მიმართული მახვილია. ვიდრე კაცს აღსასრული ახსოვს, ვიდრე სიკვდილის მისტიკური განცდა მის გულს ათრთოლებს, არ შეუძლია სცოდოს, ისევე, როგორც მას, ჭკუათმყოფელს, არ შეუძლია გველის სოროსთან ძილი, ან ცეცხლმოკიდებულ სახლში დაბინავება.
 
0