ნუ სცთებით, საყვარელნო, ნუ მიჰყოლიხართ სოფლისა ამის სიმუხთლესა, ნუ დაგივიწყებიესთ წარუვალი დიდება

ნუ სცთებით, საყვარელნო, ნუ მიჰყოლიხართ სოფლისა ამის სიმუხთლესა, ნუ დაგივიწყებიესთ წარუვალი დიდება სასუფევლისა მის და ნეტარება ზეციური მცირისა და წუთისა ამის სოფლისათვის.
    რასა ხედავთ სოფელსა ამას შინა კეთილსა განგძობილსა და ბოროტსა ბოროტსა მოკლებულსა? უკეთუ დიდება მოგეცეს, სიმდიდრე შეგაწუხებს და მრავალნი გაჭირვებენ, ხოლო უკეთუ გლახაკ ხარ, გული გითქვამს სიმდიდრისათვის. უკეთუ გშიის, მუცელი გაშფოთებს, და უკეთუ განსძეღ, სტომაქი შესჭირდების მოდნობად. უკეთუ შიშველ ხარ, გცივის, და უკეთუ შეიმოსო რამე, გაცვეთასა ზრუნავ. უკეთუ ქვეითი ვლი, დაშვრები, და უკეთუ ცხენოსან ხარ, განუსვენებელ ხარ ცხენისა მსახურებისაგან. უკეთუ უქორწინებელ ხარ, გეოცნების ქორწილი, და ქორწინებულსა შეუდგს მიზეზი მწუხარებისა მრავალი. უკეთუ უშვილო ხარ, დამძიმდები გონებითა უმკვიდრობისათვის, და უკეთუ შვილიერ ხარ, გაშფოთებენ საქმენი მათნი მრავალრიგად. უკეთუ მეფეთა მონებასა ქვეშე ხარ, გეშინის მეფეთა მიერ, და უკეთუ თავისუფალ ხარ, განგარისხებენ ყრმანი მარადის.
 
0