
ავტორი:
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
თემა:
გონება
გონებად იწოდება ჩვენი შემეცნებითი ქმედებაც, ანუ აზრთა აღმოცენება და ფიქრი და ის ძალაც, რომელიც
გონებად იწოდება ჩვენი შემეცნებითი ქმედებაც, ანუ აზრთა აღმოცენება და ფიქრი და ის ძალაც, რომელიც აღმოაცენებს მათ; ეს ძალა საღმრთო წერილში გულადაც იწოდება. სწორედ ამ გონებითი ძალის გამო, რომელიც უმთავრესია ჩვენის ადამიანურ ბუნებაში მოქმედ სხვა ძალთაგან. ჩვენს არსებაში დამკვიდრებული უკვდავი სული არის მოაზროვნე, გონიერი რამ. ლოცვებით გამოწრთობილ–განწმედილი გონებითი ქმედება მდგომარეობს განუწყვეტელ ფიქრში შემოქმედ ღმერთზე, მის დიდებულებასა და უსაზღვროებაზე და ამით გონება უმჯობესი და წმიდა ხდება. მაგრამ აუცილებელია სულის ყველა სხვა ძალაც განიწმიდოს, რამეთუ ადამიანის სული ისეთი ერთიანი რამაა რასაც მრავალი სხვადასხვა ძალა აქვს, და თუკი ერთშიც კი ამ ძალათაგან ბოროტება შეიპარება, იგი მთლიანად შეიბილწება, რადგან სულის ყველა ძალა მჭიდრო ურთიერთ კავშირშია სწორედ მისი ამ მთლიანობის გამო.
|