პაისი მთაწმინდელი

პირველ რიგში, ადამიანი ყურადღებით უნდა იყოს, რომ არ მიენდოს საკუთარ გონებას, საკუთარ გონებაზე

პირველ რიგში, ადამიანი ყურადღებით უნდა იყოს, რომ არ მიენდოს საკუთარ გონებას, საკუთარ გონებაზე მინდობით სულიერი ადამიანი ხიბლში ვარდება, ხოლო ერის ადამიანი – ჭკუიდან გადადის. ნუ დაუჯერებ საკუთარ აზრებს. რჩევა უნდა იკითხო, უნდა განიწმინდო საკუთარი გონება. და საერთოდ, ადამიანმა უნდა განწმინდოს ყველაფერი, რაც კი მას გააჩნია. განწმენდილი მახვილი გონება უკვე იმის შემძლეა, რომ მოიპოვოს განსჯის უნარი. გონიერ, მაგრამ არა განწმენდილ ადამიანს სულიერი განსჯის უნარი არა აქვს. ხოლო ბუნებით გულუბრყვილო ადამიანმა შეიძლება ხიბლისეული სიწმიდედ მიიჩნის, ხოლო დედაკაცური ენის მოჩლექა – ღვთისმოსაობად. მაშინ როცა გონებაგანწმენდილი, ჭკვიანი ადამიანი ძალიან გონებადამჯდარი და წინდახედული ხდება.
 
თემატური კითხვები
0