ყურადღების უკიდურესი დაძაბვით დაიცავი შენი გონება. როგორც კი შენიშნავ მტრულ აზრს, მაშინვე

ყურადღების უკიდურესი დაძაბვით დაიცავი შენი გონება. როგორც კი შენიშნავ მტრულ აზრს, მაშინვე წინააღუდექი მას და ამასთან ერთად ეჩქარე უფალი იესო ქრისტეს სახელის მოწოდებას დასახმარებლად. ხოლო ტკბილი იესო შენს ნათქვამზე გიპასუხებს: აი, მე შენთან ვარ – რათა მოგეშველო შენ. მაგრამ შენ, მას შემდეგაც როცა ლოცვით დაამდაბლებ მტრებს, ისევ გააგრძელე გონების დაცვა. და აი ისევ ახალი ტალღები, წინანდელზე უფრო ბევრი, ერთი მეორეზე მომავალი ისე, რომ თითქოს სული უკვე იძირება და სადაცაა დაიღუპება. მაგრამ იესო, რომელიც მოწაფეებმა გააღვიძეს, როგორც ღმერთი შეჰრისხავს ბოროტ ქარებს და ისინი წყნარდებიან. შენ კი მტრების თავდასხმისაგან გადარჩენილმა ადიდე შენი მშველელი და ჩაღრმავდი სიკვდილზე ფიქრში.
 
თემატური კითხვები
0