ავტორი:
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
თემა:
გრძნობები
სხეულის გრძნობები ერგვარ კარს და კარიბჭეს წარმოადგენენ შინაგან სადგომში, სადაც სული მყოფობს და – ეს
სხეულის გრძნობები ერგვარ კარს და კარიბჭეს წარმოადგენენ შინაგან სადგომში, სადაც სული მყოფობს და – ეს კარი ღვთის მინიშნებით იხსნება და იხურება. დაცემულ ადამიანებში ეს კარი მუდმივად დაკეტილია. რათა ჩვენი დაუძინებელი მტრები – დაცემული სულები ჩვენში არ შემოიჭრნენ და არ დაგვღუპონ. ეს ღონისძიება მით უფრო აუცილებელია, რომ ცოდვით დაცემით ჩვენ ბოროტი სულების გარემოცვაში, მათს ტყვეობაში ვიმყოფებით. ჩვენში შემოჭრის გზა რომ არა აქვთ, ისინი გარედან გვახსენებენ თავს და ნაირგვარი ცოდვილი აზრები თუ ოცნებები შემოაქვთ, რითაც გულუბრყვილო სულს თავისთან ურთიერთობისთვის იზიდავენ. დაუშვებელია, რომ ადამიანმა ღვთის განგებულება უარყოს და ღვთის დაშვებით და არა ღვთის ნებით, საკუთარი ძალებით გახსნას თავისი გრძნობები და სულებთან ხილულ ურთიერთობაში შევიდეს; მაგრამ ასეც ხდება. ცხადია, რომ საკუთარი ძალებით მხოლოდ დაცემულ სულებთან შეიძლება ურთიერთობის მიღწევა.
|