არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თემა: გული

გული კაცისა კარიბჭეა, რომლითაც მას სულის მისთვის უცნობ ნაწილში შესვლა შეუძლია. ეს ის გამონათებაა,

გული კაცისა კარიბჭეა, რომლითაც მას სულის მისთვის უცნობ ნაწილში შესვლა შეუძლია. ეს ის „გამონათებაა“, რომლის საშუალებითაც წამიერად შეუძლია ზეციური ეკლესიის მშვენიერების, ადამის მიერ დაკარგული და ქრისტეს მიერ კაცთათვის დაბრუნებული სამოთხის ხილვა. გზა ჯოჯოხეთიდან სამოთხისაკენ გულზე გაივლის, მაგრამ ჩვენი ცოდვიანი, ვნებიანი გული დახშუალია და დაკეტილია. ვნებები, წადილი, გულისთქმა დუღან მასში. ისინი აბრკოლებენ, ატრიალებენ გულისთქმებს და ადამიანის სული რაღაც ბნელ ქაოსშია. ის საკუთარ გულს არ იცნობს, საკუთარ სულს ვერ გრძნობს. მას თავის თავში გზა ხილული სამყაროს შთაბეჭდილებებს მისცა, ამ შთაბეჭდილებებს დაეძებს და მათით ცხოვრობს. მას ამ ქვეყნისაგან რაღაც უნდა, ეთვისება, მის შემწეობას ეძიებს, ფიქრობს რითი მოიპოვოს მისი მეგობრობა და ამ ვნებიან ზრახვათა ბუქში, როგორც ქარისაგან დატრიალებულ მტვრის კორიანტელში, მთელი სიცოცხლე გადის.
 
0