წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

იაკობ მოციქული ენას უწოდებს ცეცხლს, სიცრუის სამკაულს, მთელი სხეულის შემაგინებელს. მართლაც, თუ ვინმეს

იაკობ მოციქული ენას უწოდებს ცეცხლს, სიცრუის სამკაულს, მთელი სხეულის შემაგინებელს. მართლაც, თუ ვინმეს ენას მიუტან და შენს მოყვასს ბოროტად დაასმენ, მის გულში შურისა და სიძულვილის ცეცხლს დაანთებ; თანაც ენის მიმტანი მარტო იმას კი არ ამბობს, რაც გაიგონა, არამედ ხშირად თავისას უმატებს, ავრცელებს და ამკობს. ე.ი. მოციქული სამართლიანად უწოდებს ენას სიცრუის სამკაულს. ენა ბოროტისა სავსეა მომაკვდინებელი გესლით, რომელიც მსგავსად გველის გესლისა წამლავს და კლავს ადამიანს. აი, როგორ მკაცრად კიცხავს საღმრთო წერილი ბოროტი ენის მოქმედებას. კაცმა კარგად უნდა იფიქროს და მერე თქვას ყოველი სიტყვა.
 
თემატური კითხვები
6