თემა: ჯოჯოხეთი

ერთგზის სასოება მივიდა ჯოჯოხეთისა კართ და კართა დაურეკა უბადრუკთა სულთა გასახარებელად. შინათ გამო

ერთგზის სასოება მივიდა ჯოჯოხეთისა კართ და კართა დაურეკა უბადრუკთა სულთა გასახარებელად. შინათ გამო ხმა უყო საუკუნომან: აღიხედენ ზე და იხილენ თვალითა შენითა, რა-ძი წერილ არს მაგას კართა ზედაო. ოდესღაც სასოებამან აღიხილნა, იხილნა წერილნი ესრეთ: "ვერაოდეს გამოვალთ, ვერაოდეს ვილხენთ, მარადის ვიტანჯებით, ვერაოდეს ვიხილავთ პირსა ქრისტესსა და მარადის ვხედავთ პირსა ეშმაკთასა, განშორებულ ვართ ანგელოზთა მეგობრობისაგან და წუთსაცა ერთსა ეშმაკთა ვერ განვეშორებით".
    ესე ორნი სიტყვანი მნებავს, რათა გულთა თქვენთა ზედა დაიბეჭდნეთ და გაქვნდეთ ყოველთა ჟამთა: უკეთუ სცოდავთ წინაშე ღმრთისა, ჯოჯოხეთით გამოუსვლელ იქნებით და სასუფეველისა საშვებელთა ვერღარაოდეს იხილავთ; და მეორე: სიცოცხლესა თქვენსა შინა მქადაგებელთა სწავლასა არა დაიმარხავთ და ღმრთისა სულგრძელებასა არა ჰმადლობთ, ანგელოზისა გალობისა ნაცვლად ეშმაკთა კივილისა და ყვედრებისა მსმენელ იქმნებით
 
0