ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
ჯვარი
ოროეაც ქრისტეანი ჯვარს უყურებს ძირს დაყვანილს, მაშინ მან უნდა წარმოიდგინოს სხვადასხვა გვარისა და
ოროეაც ქრისტეანი ჯვარს უყურებს ძირს დაყვანილს, მაშინ მან უნდა წარმოიდგინოს სხვადასხვა გვარისა და სახის უფლის დამცირებანი, სახელდობრ: ზეციური ტახტის დატოვება და ქვეყნად მოსვლა, ქალწული მარიამისაგან მუცლადღება, შობა და ბაგად მიწვენა, წინადაცვეთა, იროდი მეფის დევნის გამო ეგვიპტედ ლტოლვა, 30 წლის განმავლობაში უამბოდ ყოფნა, ისე რომ, ნაზარეთმა არაფერი მის შესახებ არ იცოდა; იოანესაგან მდ. იორდანეში ნათლისღება, ეშმაკისაგან გამოცდა, მისი მოწაფის და მოციქულის მიერ მისი გაცემა, ვნბება და ჯვარცმა. ყოველივე ეს უნდა წარმოიდგინო ქრისტეანმა უფლის ჯვრის ძირს დაყვანის დანახვის დროს, და დაფიქრდე იმაზე, თუ რისთვის განიცადა ყოველი ეს უფალმან? განა მას არ შეეძლო დამტკბარიყო იმ დიდებით, რომელიც მამასთან ერთდ ჰქონდა დასაბამიდან, ვიდრე კიდევ ქვეყანა გაჩნდებოდა? მაგრამ ყოველგვარი დამცირება განიცადა, რომ შენი სირცხვილი დაეფარა, ადამიანო, და დაებრუნებია შენტვის დაკარგული დიდება, რომ მისი სისხლით გაეწმინდა შენი ცოდვები, და შენ კვლავ შეექმენი ზეციურ მოქალაქედ.
|