თემა: ჯვარი

ჯვარის ამაღლება ჩვენ მოგვაგონებს უფლის მთელ ცხოვრებას. მაგრამ ამასთან ერთად ჯვარის ამაღლებით ისიც

ჯვარის ამაღლება ჩვენ მოგვაგონებს უფლის მთელ ცხოვრებას. მაგრამ ამასთან ერთად ჯვარის ამაღლებით ისიც გამოიხატება, რაც უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში. ასე, საყვარელნო, ჩვენც გველის დიდება, მსგავსი იმისა, რომელშიც შევიდა უფალი და მაცხოარი ჩვენი. მაგრამ ის გზაც მოგველის ამ დიდების მისაღწევად, რომელიც მან თვით განიცადა, - გზა ჯვარისა და თავგანწირულებისა, გზა სიმშვიდისა და მოთმინებისა სიკვდილის დღემდე.
    ჯვარის ამაღლების დროს უნდა გვახსოვდეს, რომ საჭიროა აღმავლობა სიკეთიდან სიკეთემდე, სარწმუნოებიდან სარწმუნოებამდე, სიყვარულიდან სიყვარულამდე. მაღალია ქრისტიანული სრულყოფის კიბური! დაუსრულებელია საფეხურები სულიერი მოღვაწეობისა! მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელთმოქმედება ასე ნუ იქნება მარტო დასანახავად! დე, ნიში ქრისტეს ჯვარისა იხატებოდეს არამარტო ტანის ზედაპირზე, არამედ ჩვენი გულის სიღრმეშიაც. ამინ.
 
0