ავტორი:
წმ. კასიანე რომაელი
თემა:
დემონი
ბოროტი სულების დიდი რაოდენობა ავსებს ჰაერს, რომელიც ცასა და მიწას შორისაა განფენილი და რომელშიც
ბოროტი სულების დიდი რაოდენობა ავსებს ჰაერს, რომელიც ცასა და მიწას შორისაა განფენილი და რომელშიც ისინი შეწუხებულნი საქმიანად მოძრაობენ, ღვთის განგებულებამ ისინი, ადამიანთა სასარგებლოდ, მათი თვალთახედვიდან დაფარა და მოაცილა. სხვაგვარად, ეშმაკთა თავდასხმებსა და საშინელ შესახედაობებს, რომლებსაც ისინი საკუთარი ნება–სურვილით იღებენ, ადამიანები ვერ აიტანდნენ და განცვიფრებულნი გონს დაკარგავდნენ.
უწმინდური სულები რომ სხვა, უფრო ბოროტი ძალებით იმართებიან და მათ მორჩილებენ, ამას წმიდა წერილში ფარისევლის ცილისწამებაზე უფლის პასუხი მოწმობს: „და უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაითა განასხმენ?“ (მათ. 12, 27). ამასვე გვასწავლიან წმინდანთა გამოცდილება და გამოცხადებანი.
|