
ავტორი:
ღირსი ზოსიმე პალესტინელი
თემა:
ეშმაკი დემონი
როგორც ოსტატი, რომელიც ცოდნას გადასცემს თავის შეგირდს, ნახავს რა, რომ შეგირდი კეთილად ეუფლება
როგორც ოსტატი, რომელიც ცოდნას გადასცემს თავის შეგირდს, ნახავს რა, რომ შეგირდი კეთილად ეუფლება ხელობას, ტოვებს თავის სამუშაოსთან მარტოს და არ საჭიროებს მის გვერდით ჯდომას. მხოლოდ დრო და დრო მიაკითხავს მას, რომ არ შეეშალოს რაიმე, ან არ გაზარმაცდეს.
ასევეა დემონებიც, თუ დაინახეს, რომ სული ისმენს იმათსას და იმათ ბოროტ განზრახვებს ადვილად იღებს, მას ასწავლიან ეშმაკის ხელოვნებას და უკვე საჭიროდ აღარ თვლიან მის გვერდით ყოფნას, რადგან იციან, რომ საკუთარ თავთან ბრძოლა საკმარისი აქვს, მხოლოდ დრო და დრო მივლენ, რომ არ მოდუნდნენ და შეახსნებენ თავს, შემდეგ კი განერიდებიან. სწორედ ეს ბოროტებისადმი მიდრეკილებაა ჩვენი დამაბრკოლებელი, რადგანაც არ გაგვაჩნია ბოროტ გულისთქმებთან და ვნებებთან ბრძოლის უნარი და თუკი იქნებოდა სიყვარული ღვთის მცნებებისა, გაგვიადვილდებოდა მათი შესრულება.
|