თემა: დაცემა

დაცემით ადამიანის ხორციც შეიცვალა და სულიც. პირდაპირი გაგებით – დაცემა იმავდროულად მათი სიკვდილიც

დაცემით ადამიანის ხორციც შეიცვალა და სულიც. პირდაპირი გაგებით – დაცემა იმავდროულად მათი სიკვდილიც იყო; ხოლო ხილული და ჩვენგან სიკვდილად წოდებული, სინამდვილეში, მხოლოდ სულის სხეულთან გაყრაა, რომლებიც მკვდრები იყვნენ ადრევე, რადგან განშორდა მათ ჭეშმარიტი სიცოცხლე – ღმერთი. მარადიული სიკვდილით ჩვენ უკვე მკვდრად ვიბადებით! ვერ ვგრძნობთ, რომ მკვდრები ვართ, როგორადაც მკვდრები ვერ გრძნობენ სიკვდილს, მკვდრებისთვის საზოგადო თვისებით! ჩვენი სხეულის სნეულებანი, მატერიალური სამყაროს სხვადასხვა ნივთიერების საზიანო გავლენისადმი დაქვემდებარება, სიუხეშე – ცოდვით დაცემის შედეგია. დაცემის შემდეგ ჩვენი სხეული ცხოველთა სხეულების რანგში შევიდა; იგი თავისი დაცემული ბუნების ცხოვრებით არსებობს. სხეული სულის დილეგი და სამარეა. მძაფრ გამოთქმებს ვიყენებთ, მაგრამ ჯეროვნად ესენიც ვერ გამოხატავენ სულიერი სიმაღლიდან ჩვენი სხეულის ხორციელ ყოფამდე დაცემას. გულმოდგინე სინანულით გვმართებს თავის განწმედა და რაღაც დონით მაინც უნდა განვიცადოთ თავისუფლება და სულიერი მდგომარეობის სიმაღლე, რომ ჩვენი სხეულის გასაჭირი, მისი სიკვდილი გავაცნობიეროთ, რომელიც ღვთისგან განდგომით შეგვემთხვა. სიკვდილის ამ მდგომარეობაში ჩვენი სხეულის გრძნობებს, უკიდურესი სიუხეშისა სიტლანქის გამო, სულებთან ურთიერთობა არ შეუძლიათ; ისინი მათ ვერ ხედავენ, არ ესმით მათი და ვერც შეიგრძნობენ.
 
0